გზავნილები ბანკომატით

ფულადი გზავნილების განაღდება ბანკომატით

ბანკომატით გზავნილის განაღდება გულისხმობს სერვისცენტრში მიუსვლელად, ბანკომატის საშუალებით გზავნილის ჯერ ბარათზე ჩარიცხვას, შემდეგ კი – უკვე ბარათზე არსებული თანხის განაღდებას.

ამასთან, თქვენ დაზოგავთ თქვენს ძვირფას დროს, ფულს და ენერგიას.

გზავნილის ანგარიშზე ჩარიცხვა უფასოა, ხოლო ანგარიშზე არსებული თანხის განაღდებისას იმავე საკომისიოს იხდით, რასაც ყოველდღიურად ბანკომატით თანხის გამოტანისას.

თანხის ჩარიცხვა ანგარიშზე შესაძლებელია შემდეგი ფულადი გზავნილების საშუალებით:

  • ელვა
  • ანელიკი
  • კონტაქტი
  • რია
  • უნისტრიმი
  • ინტერექსპრესი
  • ბისტრაია პოჩტა
  • ვესტერნ იუნიონი

გზავნილის ჩარიცხვა შეგიძლიათ:

  • უნივერსალურ ანგარიშზე
  • მაქსიმა ანაბრის ანგარიშზე
  • საკრედიტო ბარათზე

გზავნილის ჩარიცხვის ვალუტა*:

  • ლარი
  • აშშ დოლარი
  • ევრო

კონვერტაცია:

  • გზავნილის ჩარიცხვისას თანხის კონვერტაცია არ არის შესაძლებელი

*ლარში და აშშ დოლარში თანხას ბანკომატით ან სერვისცენტრის საშუალებით გაანაღდებთ, ხოლო ევროში თანხის გასანაღდებლად მხოლოდ სერვისცენტრს მიმართეთ.

iBank.ge iPay.ge
კალკულატორები
ვალუტის კურსი
ყიდვა გაყიდვა
USD 1.6100 1.6500
EUR 2.1100 2.2100
GBP 2.4960 2.6140
RUR 0.0516 0.0564