- თქვენ იმყოფებით:,თქვენ იმყოფებით:
- ჩვენს შესახებ
- ჩვენს შესახებ
ჩვენს შესახებ
საქართველოს ბანკი, საქართველოს წამყვანი ბანკია, რომელიც მის კლიენტებს სთავაზობს კორპორატიული და საცალო საბანკო, დაგროვილი ქონების მართვის, საბროკერო და სადაზღვევო მომსახურების ფართო სპექტრს.
საქართველოს ბანკი საქართველოში უმსხვილესი ბანკია აქტივების (36% საბაზრო წილი), მთლიანი სესხების (36% საბაზრო წილი), კლიენტთა დეპოზიტებისა (34.6% საბაზრო წილი) და სააქციო კაპიტალის მიხედვით (36% საბაზრო წილი)*.
საქართველოს ბანკს აქვს 144 ფილიალი და ემსახურება ფიზიკური პირისა და კორპორატიული კლიენტის 1.2 მილიონზე მეტ მიმდინარე ანგარიშს.
საქართველოს ბანკის აქციები, გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების სახით, 2006 წლიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე (LSE: BGEO) ივაჭრება. საქართველოს ბანკი გახდა პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც საკუთარი აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე განათავსა. საქართველოს ბანკის აქციები (GSE: GEB) საქართველოს საფონდო ბირჟაზე ივაჭრება 2001 წლიდან. ბანკის დაახლოებით 90% ინსტიტუციონალური ინვესტორების მფლობელობაშია (წარმოდგენილები არიან წამყვანი დასავლური ფონდებით), დანარჩენი კი ბანკის მენეჯმენტის წარმომადგენლებსა და თანამშომლებს, ასევე რეზიდენტ და არა-რეზიდენტ ფიზიკურ პირებს ეკუთვნით.
საქართველოს ბანკი ერთადერთი ქართული კომპანიაა, რომელსაც მინიჭებული აქვს რეიტინგი სამივე გლობალური სარეიტინგო სააგენტოსგან: S&P: 'B/B'; Moody’s: 'B1/NP' (FC) & 'Ba3/NP' (LC); FitchRatings: 'B+/B'.
საქართველოს ბანკი , საერთაშორისოდ აღიარებული ბანკია. ბანკს მიღებული აქვს არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო.
2008, 2009 და 2010 წელს საქართველოს ბანკმა მიიღო "Global Finance"-ის ჯილდო "საქართველოში საუკეთესო ბანკი".
ზედიზედ ექვსჯერ – 2005, 2006, 2007, 2008, 2009 და 2010 წლებში ბანკმა მიიღო კაპიტალის ბაზრების შესახებ წამყვანი გამოცემის, "Euromoney"-ს ჯილდო წარჩინებისათვის "საქართველოს საუკეთესო ბანკი".
2006, 2007, 2008 და 2009 წლებში საქართველოს ბანკმა Financial Times Business Ltd-ს გამოცემა "The Banker"-ისგან მიიღო ჯილდო საქართველოს წლის ბანკი.
*ყველა მონაცემი გამოქვეყნებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, 2011 წლის 30 ივნისის მდგომარეობით.