American Express ®

მათ, ვისაც სურს მეტი მიიღოს ცხოვრებისგან, American Express ® ბარათი* აძლევს შესაძლებლობას ისარგებლოს საუკეთესო შეთავაზებებით:

  • დაგროვებითი პროგრამა Membership Rewards
  • განსაკუთრებული შეთავაზებები სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში
  • უსაფრთხოება
  • ფინანსური მოქნილობა
  • პრივილეგიები მომსახურებაში

American Express - ყოველდღიური საჩუქრები

American Express ბარათის მფლობელს, საშუალება ეძლევა შეუერთდეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ დაგროვებით პროგრამას, Membership Rewards. American Express ბარათით ნებისმიერი ნივთის თუ მომსახურების შეძენისას გროვდება Membership Rewards-ის ქულები, იქნება ეს მანქანის საწვავით მომარაგება, საოჯახო შენაძენები, საყიდლებზე სიარული თუ თანხის განაღდება. მომხმარებელი იღებს 3-ჯერ მეტ ქულას სავაჭრო ობიექტებში ბარათით გადახდისას, რაც საშუალებას აძლევს სწრაფად მიიღოს საჩუქრები.

American Express Selects™ – ბონუს პროგრამა

American Express ბონუს პროგრამა-Selects-გთავაზობთ განსაკუთრებულ შეთავაზებებს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში. American Express ბარათით რჩეულ ობიექტებში გადახდისას, მომხმარებელს საშუალება ეძლევა დაზოგოს თანხა, მიიღოს საჩუქრები და ისარგებლოს განსაკუთრებული მომსახურებით.

American Express - დაცვა და უსაფრთხოება

American Express ბარათი უზრუნველყოფს მომხმარებლის სრულყოფილ დაცვას. ბარათით შეძენილი ნებისმიერი ნივთი ავტომატურად იქნება დაცული დაკარგვისა და დაზიანებისგან.

American Express ბარათის მფლობელი საიმედოდ იქნება დაცული ყველგან და ყოველთვის. მოგზაურობის დაწყებისთანავე მომხმარებელი სარგებლობს სამოგზაურო დაზღვევის სრული პაკეტით, რომლითაც შესაძლებელია შენგენის ქვეყნების ვიზაზე განაცხადი დამატებითი დანახარჯების გარეშე გაკეთდეს.

American Express - ფინანსური მოქნილობა

American Express საკრედიტო ბარათი უზრუნველყოფს მომხმარებლის ფინანსურ მოქნილობას და თავისუფლებას ხარჯვისას.
American Express ბარათის მფლობელი ისარგებლებს 55 დღიანი საშეღავათო პერიოდით და მაღალი საკრედიტო ლიმიტით.

American Express - დამატებითი ბარათი

დამატებითი ბარათის საშუალებით, მომხმარებელი უფრო სწრაფად იძენს Membership Rewards -ის ქულებს და, ამასთან, საყვარელ ადამიანებს ყველა იმ პრივილეგიას უნაწილებს, რაც American Express ბარათით არის გათვალისწინებული.

American Express ბარათების შესახებ ამომწურავი ინფრომაციის მიღება, პარტნიორი კომპანიებისა და საჩუქრების სრული სიის ნახვა, შესაძლებელია ვებ გვერდზე www.americanexpress.ge

*საკრედიტო ბარათის განაცხადის განხილვის საკომისიო – 5 ლარი. საკომისიო აიღება ყველა საკრედიტო ბარათის განაცხადის შევსებისას, გარდა American Express Gold-ისა.

საკომისიო აიღება მხოლოდ ,,საქართველოს ბანკის“ სერვის ცენტრებში განაცხადის შევსებისას.

iBank.ge iPay.ge
კალკულატორები
ვალუტის კურსი
ყიდვა გაყიდვა
USD 1.6100 1.6500
EUR 2.1100 2.2100
GBP 2.4960 2.6140
RUR 0.0516 0.0564