ავტომატური გადახდა

ავტომატური გადახდები - ერთი საქმით ნაკლები

გადასახდელების გადახდა ახლა უკვე აღარ მოითხოვს თქვენს ძალისხმევას. ავტომატური გადახდების რეჟიმი შესაძლებლობას გაძლევთ დაფაროთ თქვენი ან თქვენს მიერ მითითებული აბონენტის კომუნალური, საკომუნიკაციო თუ სხვა ტიპის გადასახადი. აგრეთვე, შეგიძლიათ გადარიცხოთ ფული სასურველ ანგარიშზე.

ამისათვის საკმარისია "საქართველოს ბანკში" გქონდეთ ერთ-ერთი ანგარიში:

  • მიმდინარე უნივერსალური;
  • მიმდინარე სტანდარტული;
  • საკრედიტო.

დაასახელეთ სასურველი აბონენტის ნომერი და გადახდების თქვენთვის სასურველი სქემა:

  • თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ერთდროულად სამი ანგარიში. თუ დავალიანების დაფარვის დროისათვის ერთ ანგარიშზე არ აღმოჩნდა საკმარისი თანხა, დარჩენილი ნაწილი მეორე ან მესამე ანგარიშიდან შეივსება;
  • მიანიჭეთ უპირატესობა გადასახდელებს და დაალაგეთ პრიორიტეტის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ ერთდროულად რამდენიმე გადასახდელის დაფარვის დრო დადგა და თქვენს ანგარიშზე არ აღმოჩნდა საკმარისი თანხა, თავდაპირველად ის გადახდა განხორციელდება, რომელსაც თქვენ უფრო პრიორიტეტულად მიიჩნევთ.

დავალებების რაოდენობა შეუზღუდავია როგორც მომსახურე ოპერატორების, ისე აბონენტების რაოდენობის მხრივ, ავტომატური გადახდებით სარგებლობა და გაუქმება, ასევე ამ სერვისში ცვლილების შეტანა შესაძლებელია:

iBank.ge iPay.ge
კალკულატორები
ვალუტის კურსი
ყიდვა გაყიდვა
USD 1.6100 1.6500
EUR 2.1100 2.2100
GBP 2.4960 2.6140
RUR 0.0516 0.0564