- თქვენ იმყოფებით:,თქვენ იმყოფებით:
- სხვა მომსახურება
- ფულადი გზავნილები
- ელვა
ფულადი გზავნილი ელვა
სიახლე საქართველოს ბანკისგან ელვა გზავნილებზე!

თქვენ უკვე შეგიძლიათ SMS ბანკით ან სერვისცენტრიდან გააგზავნოთ გზავნილი “ელვა”, რომელსაც ადრესატი საქართველოს ბანკის ნებისმიერ ბანკომატში ან სერვისცენტრში გაანაღდებს. ამასთან, გზვანილის მისაღებად არ არის აუცილებელი გზავნილის მიმღები საქართველოს ბანკის პლასტიკურ ბარათს ფლობდეს.
SMS ბანკით ან სერვისცენტრიდან გზავნილის გაგზავნისას გამგზავნი იღებს SMS–ით გზავნილის კოდს. გზავნილის განაღდებისთვის გამგზავნმა მიმღებს უნდა შეატყობინოს მხოლოდ გზავნილის კოდი და გზავნილის თანხა.
გზავნილის მიმღები კი საქართველოს ბანკის ნებისმიერ ბანკომატში, კოდის და თანხის მითითებით მარტივად, პლასტიკური ბარათის გარეშე შეძლებს თანხის განაღდებას. მომხამრებელმა ბანკომატში უბრალოდ უნდა აირჩიოს “ელვა გზავნილის უბარათო განაღდება” და მიჰყვეს მარტივ ისნტრუქციას.
SMS ბანკით ფულადი გზავნილის “ელვა” გაგზავნა ასევე ძალიან მარტივია. ამისათვის მომხმარებელმა მობილური ტელეფონით უნდა აკრიფოს ბრძანება: ELVA # პლასტიკური ბარათის ნომრის ბოლო ოთხი ციფრი # გზავნილის მიმღების სახელი # გზავნილის მიმღების გვარი # გზავნილის თანხა # GEL. აკრეფილი ტექსტი კი ნებისმიერი მობილური ოპერატორიდან გადააგზავნოს ნომერზე 4444.
,,ელვა" გზავნილის პირობები:
- თანხის მიღება/გაგზავნა შესაძლებელია - ლარში;
- თანხის მიღება/გაგზავნის მაქსიმალური ლიმიტი - 1,500 ლარი;
- მიღების საკომისიო - 0%*.
გზავნილის განაღდება უბარათოდ არ მოხდება თუ:
- არასწორად მოხდა გზავნილის კოდის, გზავნილის თანხის ან/და მიმღების მითითება(არჩევა);
- მომხმარებელი არ ეთანხმება გზავნილის უბარათოდ განაღდების პირობებს;
- ბანკომატში არ არის გზავნილის შესაბამისი თანხა ან კუპიურები.
გამგზავნს სერვისცენტრიდან ან SMS ბანკით გაგზავნილი გზავნილის გაუქმება შეუძლია საქართველოს ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში.
"ელვა" გზავნილით თანხის გაგზავნა/მიღება შესაძლებელია საქართველოს 30–ზე მეტ ქალაქში განთავსებულ "საქართველოს ბანკის" სერვისცენტრებში.
*გაგზავნის შემთხვევაში მოქმედებს სტანდარტული ტარიფი
ტარიფები