- თქვენ იმყოფებით:,თქვენ იმყოფებით:
- სესხები
- ენერგოკრედიტი
ენერგოკრედიტი
გაათბეთ თქვენი სახლი და დაზოგეთ თქვენი ფინანსები. ამაში თქვენ საქართველოს ბანკი დაგეხმარებათ "ენერგოკრედიტით".
"ენერგოკრედიტი" დაგეხმარებათ ენერგორესურსების რაციონალურად გამოყენებასა და საცხოვრებელი ბინების/სახლების ენერგოეფექტურად მოწყობაში.
აღნიშნულ პროექტს აფინანსებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), საქართველოს ენერგოეფექტურობის პროგრამის (GEEP) მიერ საქართველოს ბანკისათვის გახსნილი სპეციალური საკრედიტო ხაზის გავლით.
"ენერგოკრედიტი" გაიცემა შემდეგი აპარატურის და მასალების* შესაძენად:
- ბოილერები და ცენტრალური გათბობის სისტემები;
- ორმაგი შემინვის ფანჯრები;
- სახურავების, კედლებისა და იატაკების თბოიზოლაცია;
- სოლარული გამათბობლები;
- ბიომასის ღუმელები;
- ბიოდაიჯესტერები საოჯახო მეურნეობებისათვის.
სესხის პირობები:
- სესხი გაიცემა საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირზე;
- ასაკი 22 წლიდან - 70 წლამდე;
- სესხის ვალუტა - ლარი**, აშშ დოლარი;
- სესხის მაქსიმალური ვადა: 120 თვე;
- უძრავი ქონების უზრუნველყოფით ლარში ფიქსირებული განაკვეთი: 15%-მდე;
სუბსიდიები:
- "ენერგოკრედიტით" სარგებლობისას თქვენს სასესხო ანგარიშზე დაგიბრუნდებათ სესხის საწყისი ძირითადი თანხის 15% სუბსიდიის სახით (რომელიც კვალიფიცირდება გრანტად) BP-ს მისი პარტნიორი ორგანიზაციებისგან;
- მსესხებელს ენიჭება სრული თავისუფლება აღნიშნული თანხის განკარგვაში;
- პროექტის ფარგლებში ერთ, ფიზიკურ პირს შეუძლია მხოლოდ ერთხელ მიიღოს სუბსიდიის თანხა.
*აღნიშნული აპარატურა და მასალები უნდა აკმაყოფილებდეს www.energocredit.ge ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ ტექნიკურ მახასიათებლებს.
** ლარში სესხი გაიცემა მაქსიმუმ 60 თვემდე ვადით.
