ხშირად დასმული შეკითხვები

საკრედიტო ბარათები

რა არის საკრედიტო ბარათი?

ეს არის ბარათი, რომელზეც დაიშვება ბანკის მიერ განსაზღვრული საკრედიტო ლიმიტი. საკრედიტო ბარათის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ საბანკო კრედიტით, პროდუქციისა და მომსახურების შეძენისას, ასევე ბანკსა თუ ბანკომატში თანხის განაღდებისას. ამასთან, შეგეძლებათ ათვისებული თანხა ნაწილ-ნაწილ, დროის გარკვეულ მონაკვეთებში დაფაროთ.

რა არის საკრედიტო ლიმიტი?

ბანკი წინასწარ განსაზღვრავს თქვენს საკრედიტო ლიმიტს, რომლის ფარგლებშიც შეგიძლიათ თანხის ათვისება. ლიმიტი განახლდება იმ თანხით, რა თანხითაც ფარავთ კრედიტს.

რა არის საკრედიტო ბარათის ამონაწერი?

ეს არის დოკუმენტი იმის შესახებ, თუ რა თანხა გაქვთ დასაფარი გადახდის თარიღისათვის, რა ოპერაციები ჩატარდა თქვენს ბარათზე და რა საპროცენტო განაკვეთი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაგერიცხათ კრედიტით სარგებლობისთვის. საკრედიტო ბარათის ამონაწერი ფორმდება დაანგარიშების თარიღებში.

რა არის დაანგარიშების თარიღი?

დაანგარიშების თარიღი თვის წინასწარ განსაზღვრული რიცხვია, რომელიც თითოეული მომხმარებლისთვის ინდივიდუალურად განისაზღვრება და რომელშიც დარიცხული პროცენტის, მინიმალური გადასახადის და სრული დავალიანების დაანგარიშება წარმოებს.

რა არის გადახდის თარიღი?

გადახდის თარიღი დაანგარიშების თარიღიდან მე-10 დღეა. სავალდებულო მინიმალური გადასახადი ამ თარიღამდე უნდა დაიფაროს. თანხის გადახდა შეგიძლიათ სრულად ან ნაწილობრივ. იმ შემთხვევაში, თუ გადახდის თარიღი არასამუშაო დღეა, გთხოვთ, მინიმალური გადასახადი დაფაროთ გადახდის თარიღის წინა სამუშაო დღის დასრულებამდე.

რა არის მინიმალური გადასახადი?

ეს არის მინიმალური თანხა, რომელიც უნდა დაიფაროს არაუგვიანეს გადახდის თარიღისა. მინიმალური გადასახადი მოიცავს:
1) ათვისებული კრედიტის 10%-ს;
2) დარიცხულ პროცენტს;
3) საკომისიოს /ან დარიცხულ ჯარიმას (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
4) კრედიტის ლიმიტის გადაჭარბებით დახარჯულ თანხას (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

რა არის საშეღავათო პერიოდი?

ეს არის დაანგარიშების თარიღებს შორის 1 თვიანი პერიოდი. იმ შემთხვევაში, თუ დაანგარიშების თარიღამდე დავალიანება სრულად დაფარეთ, კრედიტზე პროცენტი არ დაგერიცხებათ.

როგორ იანგარიშება საპროცენტო განაკვეთი?

კრედიტის ათვისებიდან უახლოვესი დაანგარიშების თარიღამდე დავალიანების სრულად დაფარვის შემთხვევაში, პროცენტი არ დაგერიცხებათ. თუ გადახდის თარიღისათვის მხოლოდ მინიმალურ გადასახადს გადაიხდით, მაშინ თქვენს ბარათს პროცენტი ბანკში არსებული საპროცენტო განაკვეთების შესაბამისად დაერიცხება, რომელიც კრედიტით სარგებლობის ფაქტიური დღეების შესაბამისად იანგარიშება.

როგორ მივიღო ამონაწერი და ინფორმაცია მინიმალური გადასახადის შესახებ?

საკრედიტო ბარათის ამონაწერის მიღება შეგიძლიათ როგორც ინტერნეტ ბანკით, ისე “საქართველოს ბანკის“ ნებისმიერ სერვის ცენტრში.

მინიმალური გადასახადის შესახებ ინფორმაციას მიიღებთ:

როგორ შეიძლება დავფარო ბარათზე არსებული საკრედიტო დავალიანება?

  • სერვის ცენტრში თანხის შემოტანით;
  • ინტერნეტ ბანკის საშუალებით;
  • სხვა ბანკიდან თანხის გადმორიცხვით.
საინვესტიციო ანაბარი

რა უპირატესობა აქვს საინვესტიციო ანაბარს ჩვეულებრივ ვადიან ანაბართან შედარებით

საინვესტიოციო ანაბარი გაძლევთ საშუალებას მიიღოთ გარანტირებული საპროცენტო სარგებელი და ყველა ის დამატებითი უპირატესობა, რასაც "საქართველოს ბანკში" ჩვეულებრივ 6–თვიან ანაბარზე თანხის განთავსების შემთხვევაში მიიღებდით. ამასთან, გაქვთ შანსი მიიღოთ დამატებითი ამონაგები და თქვენი წლიური სარგებელი მნიშვნელოვნად გაზარდოთ.

შემიძლია თუ არა ვადაზე ადრე საინვესტიციო ანაბრის გატანა?

ისევე, როგორც სტანდარტული ვადიანი ანაბრების შემთხვევაში, თქვენ ანაბრის თანხის გატანა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. თუ ანაბარს გაიტანთ ანაბრის გახსნიდან ერთი თვის განმავლობაში, უკან დაგიბრუნდებათ თქვენს მიერ შემოტანილი თანხა, ხოლო ერთ თვეზე გვიან გატანის შემთხვევაში, თქვენს მიერ შემოტანილ თანხასთან ერთად წლიურ 2.0%–ს მიიღებთ. ამასთანავე, თუ თანხის საჭიროება გაგიჩნდათ ანაბრის ვადის ბოლომდე, მაგრამ არც მიმზიდველი შანსის ხელიდან გაშვება გნებავთ - ბანკი გთავაზობთ ანაბრით უზრუნველყოფილ სესხს, წლიურ 13%–ად. ეს მოგცემთ საშუალებას მიიღოთ საჭირო თანხა და ხელიდან არ გაუშვათ მნიშვნელოვანი მოგების შანსი.

რატომ ატარებს "საქართველოს ბანკი" ამ აქციას?

"საქართველოს ბანკი" ყოველთვის ცდილობდა და ცდილობს იყოს ნოვატორი ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს საინტერესო და მომგებიანი პროდუქტები შესთავაზოს. საქართველოს ბანკის მიერ მომხმარებელთან ერთად განხორციელებული სწორი და მიზანმიმართული ინვესტიცია გაზრდის როგორც მომხმარებლისა და ბანკის, ასევე ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას.

როგორ ჩავერთო აქციაში "დარგე შენი ხე"?

ჩვენი ბანკის ინიციატივით, ტარდება გრანდიოზული აქცია "მწვანე ანაბარი - დარგე შენი ხე". მოგეხსენებათ, რომ აგვისტოს კონფლიქტის დროს გაჩაღებული ხანძრების მძვინვარებამ საქართველოში მრავალი ჰექტარი ტყე გაანადგურა. ამიტომ, ჩვენი ბანკის ინიციატივით, ვინს საქართველოს ბანკში გახსნის საინვესტიციო ანაბარს, ავტომატურად გახდება ამ აქციის მონაწილე და ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში მის სახლზე ხე დაირგვება.

iBank.ge iPay.ge
კალკულატორები
ვალუტის კურსი
ყიდვა გაყიდვა
USD 1.6010 1.6410
EUR 2.0050 2.1050
GBP 2.4960 2.6140
RUR 0.0485 0.0533