- თქვენ იმყოფებით:,თქვენ იმყოფებით:
- დისტანციური არხები
- ინტერნეტ ბანკი
ინტერნეტ ბანკი
|
"საქართველოს ბანკთან" ერთად ინტერნეტ ბანკი კიდევ უფრო კომფორტული და მაქსიმალურად უსაფრთხოა.
"საქართველოს ბანკის" ინტერნეტ ბანკის მომსახურების მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან და ნებისმიერ დროს კომპიუტერით დაათვალიეროთ თქვენი ანგარიშები და შეასრულოთ თქვენთვის სასურველი საბანკო ოპერაციები.
|
|
დღეს უკვე შესაძლებელია დაზოგოთ დრო და ბანკში მიუსვლელად გადაიხადოთ ნებისმიერი კომუნალური გადასახადი, მოიპოვოთ ინფორმაცია თქვენი ანგარიშების შესახებ, შეიტყოთ ვალუტის კურსი და აწარმოოთ კონვერტაცია, განახორციელოთ გადარიცხვები, როგორც შიდა, ასევე, გარე ანგარიშებზე, გახსნათ ვადიანი ანაბარი, შეუკვეთოთ პლასტიკური ბარათი, American Express–ის საკრედიტო ბარათი.
ინტერნეტ ბანკით მარტივად შეგიძლიათ, მიიღოთ საბანკო ამონაწერი და საჭიროებისამებრ, ჩართოთ ან გამორთოთ სასურველი საბანკო ინტერნეტ მომსახურება, ხოლო თუ სარგებლობთ SMS ბანკით, დაამატოთ თქვენთვის სასურველი ფუნქციები.
"საქართველოს ბანკი" იყენებს უახლეს ტექნოლოგიას, რაც უზრუნველყოფს თქვენს მაქსიმალურ კომფორტს და უსაფრთხოებას:
- გამარტივებული იდენტიფიკაცია:
- ინტერნეტ ბანკში შესასვლელად და მონაცემების სანახავად საკმარისია მიუთითოთ თქვენი ბარათის ნომერი და CIC კოდი*;
- იდენტიფიკაციის გამარტივებისათვის შეგიძლიათ შექმნათ თქვენი საკუთარი "მომხმარებლის სახელი," რომელსაც გამოიყენებთ ბარათის ნომრის ნაცვლად;
- CIC კოდის** შეცვლა სურვილისამებრ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.
- მაქსიმალურად გაზრდილი უსაფრთხოების ზომები:
- ინტერნეტ ბანკი უზრუნველყოფილია უახლესი Thawte® SSL Certificates ტექნოლოგიით, რომელიც თქვენი პირადი საბანკო უსაფრთხოების უპირობო გარანტია.
- დამატებითი უსაფრთხოებისთვის, ინტერნეტ ბანკით სარგებლობისას, ნებისმიერი ოპერაციის ჩასატარებლად, სისტემა მოგთხოვთ ერთჯერად კოდს, რომელიც გამოგეგზავნებათ თქვენს მობილურზე SMS შეტყობინებით.
- ერთჯერადი კოდის მიღება, კიდევ უფრო მარტივად შეგიძლიათ დიჯიპასის მეშვეობით. დიჯიპასი სპეციალური მინი მოწყობილობაა, რომელიც დამოუკიდებლად აგენერირებს კოდებს; თქვენ არ დაგჭირდებათ მობილური კავშირი ერთჯერადი კოდის მისაღებად.
- დიჯიპასის შეძენა შეგიძლიათ "საქართველოს ბანკის" ნებისმიერ სერვის ცენტრში.
*თქვენი ინტერნეტბანკის უსაფრთხოების დაცვის მიზნით სამ თვეში ერთხელ სისტემა მოგთხოვთ CIC კოდის შეცვლას ახლით.
**თქვენი ინტერნეტბანკის უსაფრთხოების დაცვის მიზნით სამ თვეში ერთხელ სისტემა მოგთხოვთ CIC კოდის შეცვლას ახლით.