- თქვენ იმყოფებით:,თქვენ იმყოფებით:
- სხვა მომსახურება
- სამგზავრო ჩეკები
სამგზავრო ჩეკები
American Express Travelers Cheques –"ამერიქან ექსპრეს"-ის სამგზავრო ჩეკები: Amex, Visa, MasterCard, Citicorp
"საქართველოს ბანკში" American Express - ის ჩეკების განაღდება ეროვნულ ვალუტაში უფასოა!
- American Express-ის სამგზავრო ჩეკები, ფულადი სახსრების შენახვის საიმედო, უსაფრთხო და მოსახერხებელი საშუალებაა;
- American Express-ის სამგზავრო ჩეკები უვადოა;
- American Express-ის ჩეკების გამოყენება შესაძლებელია მსოფლიოს არაერთ მაღაზიაში, რესტორანში, სასტუმროში, ბანკში, ვალუტის გადამცვლელ პუნქტსა თუ American Express-ის ტურისტული მომსახურების ცენტრში.
სავალუტო ერთეული - USD, EURO, GBP
საბანკო ჩეკები:
- საბანკო ჩეკი ფასიანი ქაღალდია, რომელიც წარმოადგენს ჩეკის გამცემის წერილობით ბრძანებას საბანკო დაწესებულების მიმართ, ჩეკზე აღნიშნული თანხის განაღდების შესახებ.
"საქართველოს ბანკში" შესაძლებელია შემდეგი ტიპის ჩეკების განაღდება:
- სახელობითი - კონკრეტულ პირზე გამოწერილი ჩეკი;
- სახაზინო – აშშ-ს ხაზინის მიერ გაცემული სახელობითი ჩეკი.
ჩეკის მოქმედების ვადა:
- სახელობითი ჩეკის ვადაა 6 თვე (თუ ჩეკზე მითითებული არ არის სხვა ვადა);
- სახაზინო ჩეკის ვადა შეადგენს 1 წელიწადს;
ჩეკებთან დაკავშირებული საკომისიო სარგებლები:
- განაღდება: 1% მინიმუმ 50 ევრო;
- გაყიდვა: 0,8% მინიმუმ 10 აშშ დოლარი;
- გაუქმება/სტოპ-სიაში ჩასმა: 15 აშშ დოლარი;
- საგარანტიო ანაბრის ოდენობა: 50 ევრო.
ბანკში გასაყიდი ჩეკის ვალუტა:
ბანკში გასანაღდებელი ჩეკის ვალუტა:
- აშშ დოლარი;
- ევრო;
- გირვანქა სტერლინგი;
- შვეიცარული ფრანკი;
- კანადური დოლარი.
ჩეკის მფლობელის ვინაობა:
- საბანკო ჩეკით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს.
საბანკო ჩეკზე დატანილი პარამეტრების ჩამონათვალი:
- ჩეკის გამცემი ბანკი;
- ჩეკის ნომერი - ჩეკზე არსებული უნიკალური ნომერი, რომელიც აღნიშნავს გაყიდული ჩეკის რიგითობას;
- ჩეკის გაცემის თარიღი;
- ჩეკის ვალუტა;
- ჩეკის თანხა (ციფრებით და სიტყვიერად შევსებული) – ჩეკზე აღნიშნული თანხა, რომლის განაღდების პასუხისმგებლობას იღებს ჩეკის გამცემი ბანკი;
- ჩეკის გამცემის სახელი;
- ჩეკის მიმღების სახელი;
- ხელმოწერა.
ჩეკის განაღდების ვადა:
- ჩეკის განაღდება შესაძლებელია ჩაბარების დღიდან მაქსიმუმ 45 კალენდარული დღის მანძილზე.