- თქვენ იმყოფებით:,თქვენ იმყოფებით:
- ანაბრები
- შეგროვებადი ანაბარი
შეგროვებადი ანაბარი
თანხის დაგროვების საუკეთესო საშუალება
დააგროვეთ თანხა და მიიღეთ მზარდი საპროცენტო სარგებელი
გსურთ ფულის დაზოგვა, მაგრამ ყოველდღიური ხარჯების გამო ვერ ახერხებთ საჭირო თანხის გამოყოფას?
თქვენთვის შეიქმნა შეგროვებადი ანაბარი, რომელიც საშუალებას გაძლევთ მარტივად, ნებისმიერი მოცულობის შენატანებით დააგროვოთ თანხა.
გსმენიათ რამე მზარდი სარგებლის შესახებ?
შეგროვებად ანაბარზე სარგებლის დარიცხვა სწორედ ამ პრინციპით წარმოებს. თქვენს ანაბარს ერიცხება მზარდი სარგებელი, რომელიც თანხის მატების პირდაპირპროპორციულად იზრდება. რაც მეტია თქვენი ანაბრის ვადა და განთავსებული თანხა, მით მეტია საპროცენტო სარგებელი შეგროვებად ანაბარზე. სარგებელი, თანხის მატებასთან ერთად იზრდება.
თუ თავდაპირველად ანაბარზე მცირე დანაზოგს განათავსებთ, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ გაზრდით მის მოცულობას, თანხის გაზრდის მომენტიდანვე თქვენს ანაბარს გაზრდილი საპროცენტო სარგებელი დაერიცხება.*
გსურთ დაზოგოთ შეზღუდვების გარეშე?
შეგროვებადი ანაბარი არ გავალდებულებთ განსაზღვრულ დროს, განსაზღვრული მოცულობით შეიტანოთ თანხა ანაბარზე. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მოცულობის თანხით შეავსოთ თქვენი დანაზოგი.
შეგროვებად ანაბარს სარგებელი ერიცხება იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენი ანაბრის ვადის დასრულებამდე თავდაპირველი მოცულობის თანხა გექნებათ განთავსებული.
გსურთ თანხის დაზოგვა, მაგრამ დროის უკმარისობის გამო ვერ ახერხებთ განსაზღვრულ პერიოდებში ანგარიშზე თანხის შემოტანას?
ამ შემთხვევაში "საქართველოს ბანკის" მუდმივი საგადასახადო დავალება დაგეხმარებათ. საკმარისია გქონდეთ ერთი აქტიური ანგარიში და თქვენ შეგიძლიათ ბანკში მისვლის გარეშე გადაიტანოთ თანხა ანაბარზე. მხოლოდ ერთხელ მიუთითეთ ბანკს რა თანხით და პერიოდულობით გსურთ ანაბრის შევსება და თქვენს დავალებას ბანკი შეასრულებს.
შეგროვებად ანაბარზე საპროცენტო განაკვეთის დაანგარიშება ხდება ყოველი დღის ბოლოს ანგარიშზე არსებული ნაშთის შესაბამისად:
| ვადა |
თანხა (GEL) |
| თვეები |
0-1000 |
1000.01-3000 |
3000.01-5000 |
5000.01-10000 |
>10000 |
| 3 |
8.50% |
8.75% |
9.00% |
9.25% |
9.50% |
| 6 |
9.50% |
9.75% |
10.00% |
10.25% |
10.50% |
| 9 |
10.00% |
10.25% |
10.50% |
10.75% |
11.00% |
| 12 |
11.00% |
11.25% |
11.50% |
11.75% |
12.00% |
| 18 |
11.50% |
11.75% |
12.00% |
12.25% |
12.50% |
| 24 |
12.00% |
12.25% |
12.50% |
12.75% |
13.00% |
| ვადა |
თანხა (USD, EUR, GBP) |
| თვეები |
0-500 |
500.01-1500.01 |
1500.01-2500 |
2500.01-5000 |
>5000 |
| 3 |
5.00% |
5.25% |
5.50% |
5.75% |
6.00% |
| 6 |
6.00% |
6.25% |
6.50% |
6.75% |
7.00% |
| 9 |
6.50% |
6.75% |
7.00% |
7.25% |
7.50% |
| 12 |
7.00% |
7.25% |
7.50% |
7.75% |
8.00% |
| 18 |
7.50% |
7.75% |
8.00% |
8.25% |
8.50% |
| 24 |
8.00% |
8.25% |
8.50% |
8.75% |
9.00% |
საპროცენტო განაკვეთები ანაბრის დარღვევისას: ანაბრის ფაქტობრივი მოქმედების ვადისთვის დადგენილ საპროცენტო განაკვეთს გამოკლებული 4%, მინიმუმ წლიური 2%.
შეგროვებადი ანაბრის ბონუსპროდუქტები:
- 3,500 ლარამდე (თანხის ექვივალენტი უცხოურ ვალუტაში) ანაბრის გახსნისას -Visa Electron/Cirrus Maestro პლასტიკური ბარათი;
- 3,500-40,000 ლარამდე (თანხის ექვივალენტი უცხოურ ვალუტაში) ანაბრის გახსნისას -Visa Classic/ MasterCard Standard პლასტიკური ბარათი;
პირობები:
- ანაბრის შენატანი ანაბრის გასახსნელად: ლარი/აშშ დოლარი/ევრო/გირვანქა სტერლინგი;
- მინიმალური თანხა: 50 ლარი/აშშ დოლარი/ევრო/გირვანქა სტერლინგი;
- დამატებითი შენატანის მოცულობა: შეუზღუდავი;
- დამატებითი შენატანის პერიოდულობა: შეუზღუდავი;
- ანგარიშის მომსახურების საკომისიო: უფასო.
* იმ შემთხვევაში, თუ ანაბარზე განთავსებული თანხა საკმარისი იქნება სხვა განაკვეთში გადასასვლელად.
ანაბრის კალკულატორი