American Express ® Blue Card

უნიკალური და თანამედროვე დიზაინის American Express ® Blue Card–ი მფლობელებს სთავაზობს მაქსიმალურ უსაფრთხოებას, დაგროვებით პროგრამას და განსაკუთრებულ შემოთავაზებებს.

ბარათის ძირითადი მახასიათებლები*:

  • საბარათე ანგარიშის ვალუტა – GEL;
  • ბარათის მოქმედების ვადა 4 წელი;
  • 55 დღიანი საშეღავათო პერიოდი და მაღალი საკრედიტო ლიმიტი.

American Express Blue Card ბარათების მფლობელებისთვის მოქმედებს უპირატესობები და ექსკლუზიური შეთავაზებების პროგრამები:

  • ბონუს პროგრამა Selects™ – ფასდაკლებები ადგილობრივ და საერთაშორისო სავაჭრო ობიექტებში;
  • თანხის დაბრუნების პროგრამა Cashback – არ აქვს მნიშვნელობა რას იძენთ – პროდუქტს, მომსახურებას თუ უბრალოდ თანხას ანაღდებთ, Blue Card-ის ყოველი გამოყენებისას გიბრუნდებათ თანხა:
    • 5%–მდე ექსკლუზიურ პარტნიორებთან ანგარიშსწორებისას;
    • 1% ბარათით თანხის გადახდისას;
    • 0,5% ბანკომატიდან თანხის განაღდებისას.
  • დაზღვევა – ბარათს მოყვება ბანკის სადაზღვევო პაკეტი – ბარათის არა ავტორიზებული მოხმარებისგან დაზღვევა, რომელიც უფასოა და მოქმედებს მხოლოდ American Express Blue Card ბარათებისთვის.

რა შემოსავალია საჭირო, რომ გახდეთ American Express Blue Card –ის მფლობელი:

  • შემოსავლის მოცულობა 300 ლარიდან (ან ექვივალენტი სხვა ვალუტაში).

*საკრედიტო ბარათის განაცხადის განხილვის საკომისიო – 5 ლარი. საკომისიო აიღება ყველა საკრედიტო ბარათის განაცხადის შევსებისას, გარდა American Express Gold-ისა.

საკომისიო აიღება მხოლოდ ,,საქართველოს ბანკის“ სერვის ცენტრებში განაცხადის შევსებისას.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ–გვერდი: www.americanexpress.ge/blue

iBank.ge iPay.ge
კალკულატორები
ვალუტის კურსი
ყიდვა გაყიდვა
USD 1.6100 1.6500
EUR 2.1100 2.2100
GBP 2.4960 2.6140
RUR 0.0516 0.0564