- თქვენ იმყოფებით:,თქვენ იმყოფებით:
- ანაბრები
- ელექტრონული ყულაბა
ელექტრონული ყულაბა
გსურთ ანაბარზე მარტივად, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე დააგროვოთ თანხა?
იცით, რომ თქვენს მიერ დაგროვილი ხურდა საბოლოოდ სოლიდურ თანხად იქცევა?
"საქართველოს ბანკი" გთავაზობთ მომსახურებას, რომელიც საშუალებას გაძლევთ თქვენი სადებეტო ბარათით საბანკო ოპერაციის განხორციელებისას, ავტომატურად დააგროვოთ თანხა თქვენს მიერ მითითებულ ანაბარზე.
საკმარისია, ფლობდეთ "საქართველოს ბანკის" აქტიურ პლასტიკურ ბარათს და ანაბარს, რომ თქვენს მიერ წინასწარ მითითებული თანხით შეავსოთ დანაზოგი.
აირჩიეთ რა თანხით გსურთ ანაბრის შევსება*:
- 0.5 ლარი/აშშ დოლარი/ევრო/ფუნტი სტერლინგი;
- 1 ლარი/აშშ დოლარი/ევრო/ფუნტი სტერლინგი;
- 2 ლარი/აშშ დოლარი/ევრო/ფუნტი სტერლინგი;
- 5 ლარი/აშშ დოლარი/ევრო/ფუნტი სტერლინგი;
- 10 ლარი/აშშ დოლარი/ევრო/ფუნტი სტერლინგი.
თანხას დააგროვებთ შემდეგი საბანკო ოპერაციების წარმოებისას**:
- თანხის განაღდება (ბანკომატში ან ბანკის სერვის ცენტრებში);
- ბარათით ნებისმიერი ნივთის თუ მომსახურების შეძენა;
- ონლაინ გადახდები;
- თანხის გადარიცხვა.
თანხის დაგროვება შეგიძლიათ შემდეგი ტიპის ანაბრებზე:
- შეგროვებადი ანაბარი;
- მოთხოვნამდე ანაბარი;
- ანაბარი "მაქსიმა";
- საბავშვო ანაბარი***.
ანაბარზე დაგროვილი თანხის მოცულობა დამოკიდებულია თქვენს მიერ განხორციელებული საბანკო ოპერაციების რაოდენობაზე.
მაგალითი:
თუ ანაბარზე თანხის დასაგროვებლად არჩეული გაქვთ 1 ლარი და ვთქვათ:
- შეიძინეთ რაიმე სახის პროდუქტი ან მომსახურება;
- გაანაღდეთ თანხა ბანკომატიდან;
- გადარიცხეთ თანხა.
დღის განმავლობაში დააგროვებთ 3 ლარს, რომელიც ჯამურად გადაირიცხება თქვენს ანაბარზე****.
თქვენ ვერც კი იგრძნობთ ისე დააგროვებთ თანხას ანაბარზე.
თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეცვალოთ ანაბრის ანგარიში ან შეცვალოთ დასაგროვებელი თანხის მოცულობა.
მომსახურების ჩართვა და დაგროვილი თანხის შესახებ ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ “საქართველოს ბანკის” ნებისმიერ სერვის ცენტრში.
* თანხის დაგროვება ხორციელდება ანაბრის ვალუტაში.
** იმ შემთხვევების გარდა, როცა ხორციელდება კონვერტაცია და მიმღები არის თავად მომხმარებელი.
*** თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია მესამე პირის ანგარიშზე.
**** დაგროვილი თანხის გადარიცხვა ხორციელდება ჩატარებული ოპერაციის საბანკო ამონაწერში ასახვის დღეს.