- თქვენ იმყოფებით:,თქვენ იმყოფებით:
- ანაბრები
- საინვესტიციო ანაბარი
საინვესტიციო ანაბარი
გახსენით საინვესტიციო ანაბარი:
- ოქროს ფასის ცვლილების მიხედვით;
- ნავთობის ფასის ცვლილების მიხედვით;
საინვესტიციო ანაბარი არის სტანდარტული ანაბარი, რომელსაც ერიცხება სარგებელი. ამასთანავე, ის არის საინვესტიციო პროდუქტი, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი დამატებითი სარგებელი მოგიტანოთ.
დამატებითი სარგებელი არის თქვენს ანაბარზე გარანტირებულ წლიურ სარგებელთან ერთად დარიცხული სარგებელი, რომელიც ოქროს ფასის და/ან ნავთობის ფასის ცვლილებას უკავშირდება.
ოქროს ფასის და ნავთობის ფასის ცვლილება ბანკს გადაზღვეული აქვს ევროპის უმსხვილეს ბანკებში.
საინვესტიციო ანაბარი გაძლევთ საშუალებას მიიღოთ გარანტირებული სარგებელი და ყველა ის დამატებითი უპირატესობა რასაც საქართველოს ბანკში ჩვეულებრივ ვადიან ანაბარზე თანხის განთავსების შემთხვევაში მიიღებდით. ამასთან შეგიძლიათ მიიღოთ დამატებითი მოგება და თქვენი წლიური სარგებელი მნიშვნელოვნად გაზარდოთ.
მიიღეთ გარანტირებული სარგებელი და დამატებითი მოგება!
ისარგებლეთ ვადიანი ანაბარის ბონუს პროდუქტებით:
- 25,000 აშშ დოლარამდე მოცულობის თანხის განთავსების შემთხვევაში გადმოგეცემათ 1 წლიანი მოქმედების ვადით VisaClassic ან Mastercard Standard პლასტიკური ბარათი. ანაბრის ბანკში განთავსების პერიოდში, აღნიშნულ ბარათებზე არ ვრცელდება მინიმალური საკრედიტო ნაშთის მოთხოვნის შეზღუდვა;
- 25,000 აშშ დოლარს ზევით თანხის განთავსების შემთხვევაში გადმოგეცემათ 1 წლიანი მოქმედების ვადით Visa/MasterCard GOLD პლასტიკური ბარათი. ანაბრის ბანკში განთავსების პერიოდში, აღნიშნულ ბარათებზე არ ვრცელდება მინიმალური საკრედიტო ნაშთის მოთხოვნის შეზღუდვა.
- საკრედიტო ბარათი Orange Card–ი ანაბრის მოქმედების ვადის განმავლობაში.
- ანაბრით უზრუნველყოფილი სესხზე - ისარგებლოთ ანაბრით უზრუნველყოფილი სესხით ბანკში ანალოგიურ სესხებზე დადგენილი პირობების შესაბამისად.
გახსენით საინვესტიციო ანაბარი ოქროს ფასის მატების პირობით, მიიღეთ გარანტირებული 6.75% + დამატებითი სარგებელი
- მაქსიმალური მთლიანი სარგებელი: წლიური 15.75%
- გარანტირებული სარგებელი: წლიური 6.75%;
- მინიმალური შენატანი: 2000 აშშ დოლარი;
- ვადა: 12 თვე.
ოქრო მყარი ვალუტა და ყველაზე უსაფრთხო ინვესტიციაა. ინვესტორების უმრავლესობა თავიანთი დაგროვილი ქონების გარკვეულ ნაწილს ოქროში ანთავსებს. ოქროს ფასის მატება ეკონომიკური აღმავლობის პირობებში მაღალ ინფლაციას, ხოლო ეკონომიკური კრიზისის პირობებში, დაბანდებული თანხის მნიშვნელოვან ზრდას უკავშირდება. სწორედ ამიტომ, ხშირად ითვლება, რომ ოქროს ფასი ყოველთვის იზრდება. რა თქმა უნდა ოქროს ფასმა შეიძლება დაიკლოს, მაგრამ ექსპერტების პროგნოზით, უახლოესი 12 თვის მანძილზე ოქროს ფასმა არსებითად უნდა მოიმატოს.
ანაბრის გახსნის მომენტში თქვენ წინასწარ გეცოდინებათ ოქროზე დადგენილი ფასი, ხოლო საბოლოო ფასის დადგენის თარიღი განისაზღვრება ხელშეკრულებით.
ოქროს ფასი განისაზღვრება ლონდონის ოქროს ბაზარზე (Spot Gold as quoted on London Bullion Market Association) დადგენილი ფასის შესაბამისად.
იმ შემთხვევაში თუ ოქროს ფასი უცვლელი დარჩა ან დაიკლო, თქვენ მიიღებთ გარანტირებულ სარგებელს წლიური 6.75%-ის ოდენობით.
საინვესტიციო ანაბარი ოქროს ფასის მატების პირობით 12 თვის ვადით იხსნება, რადგან ნაკლები პერიოდისათვის წარმოუდგენელია ოქროში ინვესტიციისაგან რაიმე მნიშვნელოვანი მოგების ნახვა. ინფორმაცია ოქროს ფასის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ ვებ-გვერდზე: www.sb.ge და www.goldfixing.com
გახსენით საინვესტიციო ანაბარი ნავთობის ფასის მატების პირობით, მიიღეთ გარანტირებული 4.7% + დამატებითი სარგებელი
- მაქსიმალური მთლიანი სარგებელი: 11,00% წლიური;
- გარანტირებული სარგებელი: 4,7%;
- მინიმალური შენატანი: 5000 აშშ დოლარი;
- ვადა: 6 თვე.
ნავთობის ფასზე გარიგების დადება ძალზედ საინტერესო ფინანსური ინსტრუმენტია. ნავთობის ფასის ხშირი და სწრაფი ცვლილება დიდი დამატებითი სარგებლის მიღების შესაძლებლობას გაძლევთ. დღესდღეობით, ნავთობის ფასი მცირეა (წარმოების ხარჯთან ძალიან ახლოა), თუმცა მიუხედავად ნავთობზე მოთხოვნის შემცირებისა, ექსპერტები თვლიან, რომ ნავთობის ფასმა მინიმუმს უკვე მიაღწია და მომავალში მხოლოდ ზრდაა მოსალოდნელი.
ანაბრის გახსნისას თქვენთვის წინასწარ იქნება ცნობილი ნავთობზე დადგენილი ფასი, ხოლო საბოლოო ფასის დადგენის თარიღი განისაზღვრება ხელშეკრულებით.
ნავთობის ფასი განისაზღვრება, ნიუ იორკის სასაქონლო ბირჟაზე (New York Mercantile Exchange) დადგენილი ფასის შესაბამისად.
იმ შემთხვევაში თუ ნავთობის ფასი უცვლელი დარჩა ან დაიკლო, თქვენ მიიღებთ გარანტირებულ სარგებელს წლიური 4.7%-ის ოდენობით.
საინვესტიციო ანაბარი ნავთობის ფასის მატების პირობით 6 თვის ვადით იხსნება, რადგან ეს ვადა ოპტიმალურია პროგნოზების გასაკეთებლად და შესაძლო მოგების მოცულობის თვალსაზრისითაც. ინფორმაცია ნავთობის ფასის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ ვებ-გვერდზე: www.sb.ge და www.nymex.com
ანაბრის კალკულატორი
ხშირად დასმული შეკითხვები