MasterCard

"საქართველოს ბანკი" გთავაზობთ საერთაშორისო MasterCard ბარათის შემდეგ სახეობებს:

Cirrus Maestro – ბარათი ყველასათვის

Cirrus Maestro ბარათით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს. ბარათით თანხის მიღება შესაძლებელია როგორც ბანკომატიდან, ისე ბანკის სერვის ცენტრებში. Cirrus Maestro გამოიყენება მსოფლიოს ყველა სავაჭრო ობიექტში, სადაც დამონტაჟებულია POS-ტერმინალი.

  • ბარათის მოქმედების ვადა: 2 წელი;
  • ბარათის ღირებულება: 10 ლარი;
  • მინიმალური თანხა: არ მოითხოვება.

MasterCard Standard – ბარათი საქმიანი ადამიანებისათვის

MasterCard Standard ბარათით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს. MasterCard Standard მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული უნივერსალური პლასტიკური ბარათია. მისი გამოყენება შესაძლებელია მსოფლიოს ყველა სავაჭრო ობიექტში, სადაც მიიღება MasterCard სისტემის პლასტიკური ბარათები. MasterCard Standard –ის გამოყენება შესაძლებელია ინტერნეტით ანგარიშსწორებისას.

  • ბარათის მოქმედების ვადა: 1 ან 2 წელი;
  • ბარათის ღირებულება: 1 წლიანი/40 ლარი; 2 წლიანი/50 ლარი;
  • მინიმალური თანხა: 50 ერთეული (ძირითადი ანგარიშის ვალუტის შესაბამისად).

MasterCard Gold – თქვენი პრესტიჟის ნიშანი მთელ მსოფლიოში

MasterCard Gold ბარათი ხაზს უსვამს თქვენს სტატუსსა და კრედიტუნარიანობას. ბარათის გამოყენება შესაძლებელია მსოფლიოს ყველა სავაჭრო ობიექტში, სადაც მიიღება MasterCard სისტემის პლასტიკური ბარათები და ინტერნეტით ანგარიშსწორებისას. განაღდებისა და გადახდის დიდი ლიმიტი კი ბარათს გამოყენებაში უფრო მოსახერხებელს ხდის.

  • ბარათის მოქმედების ვადა: 1 ან 2 წელი;
  • ბარათის ღირებულება: 1 წლიანი/110 ლარი; 2 წლიანი/150 ლარი;
  • მინიმალური თანხა: 500 ერთეული (ძირითადი ანგარიშის ვალუტის შესაბამისად).

MasterCard Platinum – თქვენ მსოფლიო ელიტის წევრი ხართ

MasterCard Platinum ბარათი შექმნილია ყველაზე პრივილეგირებული ადამიანებისათვის. MasterCard Platinum - ით თქვენ ისარგებლებთ VIP მომსახურებით მსოფლიოს ყველა აეროპორტში, სასტუმროში, რესტორანსა თუ მაღაზიაში.

  • ბარათის მოქმედების ვადა: 1 წელი;
  • ბარათის ღირებულება: 410 ლარი;
  • მინიმალური თანხა: არ მოითხოვება.
iBank.ge iPay.ge
კალკულატორები
ვალუტის კურსი
ყიდვა გაყიდვა
USD 1.6100 1.6500
EUR 2.1100 2.2100
GBP 2.4960 2.6140
RUR 0.0516 0.0564