• თქვენ იმყოფებით:,თქვენ იმყოფებით:
  • ანაბრები
  • მაქსიმა

მაქსიმა

  • მაქსიმალური სიმშვიდე – მშვიდად დააგროვეთ და როცა გინდათ მაშინ გამოიყენეთ მაქსიმა ანაბარზე განთავსებული თანხა;
  • მაქსიმალური სარგებელი – მიიღეთ ყოველთვიურად მაღალი სარგებელი, რომლის საპროცენტო განაკვეთი თანხის ცვლილების მიუხედავად არ მცირდება;
  • მაქსიმალური მოქნილობა – შეიტანეთ და გამოიტანეთ თქვენთვის სასურველი თანხა ნებისმიერ დროს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ნებისმიერი ბანკის სერვის ცენტრის და/ან ბანკომატის მეშვეობით;
  • მაქსიმალური თავისუფლება – განათავსეთ თანხა ერთდროულად რამდენიმე ვალუტაში.

თუ გსურთ ფულის დაზოგვა, ანაბარი "მაქსიმა" სწორედ თქვენთვის შეიქმნა. "მაქსიმა" საშუალებას გაძლევთ მარტივად, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე დააგროვოთ თანხა თქვენს ბარათზე და ნებისმიერ დროს გამოიყენოთ ის როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

"მაქსიმა", ერთის მხრივ ანაბარია, სადაც თქვენი დანაზოგია განთავსებული, მეორეს მხრივ კი პლასტიკური ბარათია, რომელიც თანხის თავისუფლად განკარგვის საშუალებას გაძლევთ. მაღალი სარგებელი ანაბარს, ყოველი დღის ბოლოს ანგარიშზე არსებული ნაშთის შესაბამისად ერიცხება:

ლარში განთავსებულ თანხას წლიური - 8.25%; აშშ დოლარში, ევროში ან გირვანქა სტერლინგში დაზოგილ თანხას წლიური - 3.75%.

"მაქსიმა" საშუალებას გაძლევთ ერთდროულად რამდენიმე ვალუტაში დააგროვოთ თანხა, ყველა ვალუტაში მიიღოთ სარგებელი და სურვილისამებრ ისარგებლოთ, როგორც თქვენი დანაზოგით, ისე მასზე დარიცხული სარგებლით. ანაბარი „მაქსიმას“ საპროცენტო განაკვეთი არ შემცირდება მიუხედავად იმისა, თუ რა სიხშირით და მოცულობით გაიტანთ ან შემოიტანთ თანხას.

"მაქსიმა" არ გავალდებულებთ განსაზღვრულ დროს, ან განსაზღვრული მოცულობით შეიტანოთ თანხა ანაბარზე. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს და ნებისმიერი მოცულობის თანხით შეავსოთ თქვენი დანაზოგი.

პირობები:

  • ბარათის ტიპი: Visa Classic;
  • ბარათის ღირებულება: 10 ლარი ყოველწლიურად;
  • ანგარიშის მომსახურების საკომისიო: უფასო;
  • ბარათის მოქმედების ვადა: 2 წელი;
  • ანაბრის მოქმედების ვადა: შეუზღუდავი;
  • ვალუტა: ლარი/აშშ დოლარი/ევრო/გირვანქა სტერლინგი;
  • პირველადი შენატანი: 100 ერთეული ძირითადი ვალუტის შესაბამისად;
  • მინიმალური ნაშთი: არ მოითხოვება;
  • მინიმალური თანხა სარგებლის დასარიცხად: შეუზღუდავი;
  • სარგებლის დარიცხვა: ყოველი თვის ბოლოს;
  • თანხის ცვლილება: შეუზღუდავი;
  • ბანკომატიდან თანხის განაღდების დღიური ლიმიტი: 5 000 ლარი (ექვივალენტი უცხოურ ვალუტაში);
  • "საქართველოს ბანკის" სერვის ცენტრიდან თანხის განაღდების დღიური ლიმიტი: შეუზღუდავი;
  • სხვა ბანკის სერვის ცენტრებიდან თანხის განაღდების დღიური ლიმიტი: 20, 000 ლარი (ექვივალენტი უცხოურ ვალუტაში).
iBank.ge iPay.ge
კალკულატორები
ვალუტის კურსი
ყიდვა გაყიდვა
USD 1.6100 1.6500
EUR 2.1100 2.2100
GBP 2.4960 2.6140
RUR 0.0516 0.0564