Rewards Card

,,საქართველოს ბანკი“ წარმოგიდგენთ American Express Rewards Card-ს, რომელიც საშუალებას გაძლევთ კრედიტის გარეშე, საკუთარი სახსრებით მართოთ ყოველი დღე.

Rewards Card–ით თქვენ:

  • ანაღდებთ თანხას ბანკომატიდან/სერვისცენტრიდან;
  • იხდით სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში/ინტერნეტმაღაზიებში;
  • ფარავთ კომუნალურ გადასახადებს ბანკომატით/ინტერნეტით და ა.შ

უპირატესობა – დაგროვებითი პროგრამა Membership Rewards -ის საჩუქრები და ბონუსპროგრამა Selects-ის ფასდაკლებები ექსკლუზიურად თქვენთვის, მხოლოდ იმიტომ, რომ ხართ American Express -ის ლოიალურობის პროგრამების მონაწილე; სხვა არასაკრედიტო ბარათებისგან Rewards Card-ი სწორედ იმით განსხვავდება, რომ თითოეული ტრანზაქციის დროს დაგროვილ MR ქულებს საჩუქრებად აქცევთ.

მსოფლიო კლასის მომსახურება – საერთაშორისო ბარათი, რომელიც გარანტიებსა და პრივილეგიურ მომსახურებას ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში, მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას თქვენთვის უზრუნველყოფს.

დაცვა – თქვენს მიერ განხორციელებული ნებისმიერი ტრანზაქცია იქნება დაზღვეული და სადაზღვევო პროდუქტს – „სტანდარტ პლუსს“ საჩუქრად მიიღებთ.

დაგროვებითი პროგრამა Membership Rewards -ი საჩუქრად ქცეული ხარჯვა და დაგროვება!

Rewards Card -ის მფლობელებს საშუალება გეძლევათ გახდეთ დაგროვებითი პროგრამა Membership Rewards - ის მონაწილე.

Membership Rewards -ის საშუალებით მსოფლიოს სხვადასხვა სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში ყოველი ტრანზაქციის დროს აგროვებთ MR ქულებს, რომლებიც სურვილისამებრ შეგიძლიათ პარფიუმერიაზე, ელექტროტექნიკაზე, სამოგზაურო პაკეტზე, სილამაზეზე ზრუნვის პროცედურებზე და სხვა თქვენთვის სასურველ ნივთსა თუ მომსახურებაზე გადაცვალოთ. ქულებს არასდროს გასდის ვადა, ამიტომაც არ გჭირდებათ მათი საჩქაროდ გამოყენება. თქვენ შეგიძლიათ სასურველი საჩუქრისთვის შეაგროვოთ ისინი ან პატარ-პატარა სიურპრიზებით ყოველდღიურად გაიხალისოთ ცხოვრება.

თითოეულ დახარჯულ ლარზე მიიღებთ 1 ქულას:

  • სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში პოსტერმინალით გადახდისას;
  • ინტერნეტმაღაზიებით/მუდმივი საგადასახადო დავალებით სარგებლობისას;
  • კომუნალური გადასახადების დაფარვისას ( iBank, iPay ბანკომატი).

სარგებლობის მარტივი წესები:

  • იხდით Rewards Card-ით;
  • აგროვებთ MR ქულებს და
  • დაგროვებულ ქულებს ცვლით საჩუქრებზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია! თუ თქვენ Rewards Card-თან ერთად American Express-ის სხვა ბარათიც გაქვთ/გექნებათ, გეძლევათ შანსი ქულები უფრო სწრაფად დააგროვოთ, რადგანაც ორივე ბარათის MR ქულები ერთ MR ანგარიშზე გროვდება.

საჩუქრების სრული სიის სანახავად ეწვიეთ ვებგვერდს: www. americanexpress.ge

ბონუსპროგრამა Selects-ი

ისარგებლეთ ფასდაკლებებითა და ექსკლუზიური შემოთავაზებებით!

ექსკლუზიურად Rewards Card-ის მფლობელებმა შეგიძლიათ ფასდაკლებებითა და პრივილეგიებით საზღვარგარეთის/საქართველოს სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში ისარგებლოთ.

თუ თქვენ საზღვარგარეთ მიემგზავრებით, გაეცანით ბონუსპროგრამა Selects-ის უახლეს შემოთავაზებებსა და ფასდაკლებებს ვებგვერდზე: www. americanexpress.ge და თქვენ წინასწარ გეცოდინებათ, უცხოეთში რომელ მაღაზიას, რესტორანსა თუ სასტუმროს მიაკითხოთ.

სავაჭრო და მომსახურების ობიექტების სრული სია, რომელშიც ფასდაკლებებსა და პრივილეგიებს American Express -ი საქართველოს ბანკთან ერთად გთავაზობთ, იხილეთ ვებგვერდზე: www. americanexpress.ge

დაზღვევა

Rewards Card -ის მფლობელებს საჩუქრად გადმოგეცემათ სადაზღვევო პროდუქტი „სტანდარტ პლუსი“, რომლის საშუალებითაც თქვენი თანხა მესამე პირის მიერ არალეგალური განკარგვისგან იქნება დაცული.

სტანდარტ+ ის პირობები

  • ჩიპიან ბარათებზე პინის გარეშე ჩატარებული არალეგალური ოპერაცია 5 000 ლარი (წელიწადში);
  • ინტერნეტით ჩატარებული არალეგალური ოპერაცია 800 ლარი (წელიწადში).

დაზღვევა აგინაზღაურებთ მაქსიმუმ 5 არალეგარულ ოპერაციას.

თუ თქვენ გაქვთ რომელიმე არასაკრედიტო ბარათი, რომელზეც ხელფასი გერიცხებათ და სხვადასხვა ტრანზაქციას ახორციელებთ, შეგიძლიათ:

  • ისარგებლოთ ავტომატური გადარიცხვების მომსახურებით და Rewards Card - ის ანგარიშზე თქვენი არსებული ანგარიშიდან თანხები გადარიცხოთ;
  • ან Rewards Card-ის ანგარიში მიუთითოთ სახელფასო ანგარიშად და Rewards Card-ის როგორც სახელფასო ბარათი, ისე გამოიყენოთ.

Rewards Card -ის პირობები:

  • ანგარიშის გახსნა/ანგარიშის მომსახურება: უფასო;
  • ძირითადი ბარათის ყოველწლიური ღირებულება: 70 ლარი (წელიწადში);
  • ანგარიშის ვალუტა:ერთვალუტიანი - ლარი/აშშ დოლარი/ევრო;
  • დამატებითი ბარათის ყოველწლიური ღირებულება:70 ლარი;
  • ბარათის მოქმედების ვადა: 2 წელი;
  • საქართველოს ბანკის ბანკომატით განაღდების საკომისიო: 0.3%, მინ 0.3 ერთეული ანგარიშის ვალუტაში;
  • საზღვარგარეთ ბანკომატით განაღდების საკომისიო: 3.9%, მინ 3.9 ერთეული ანგარიშის ვალუტაში;
  • სერვისცენტრში განაღდების საკომისიო: 0.6%, მინ. 0.6 ერთეული ანგარიშის ვალუტაში;
  • განაღდების დღიური ლიმიტი: 3000 ლარი.
iBank.ge iPay.ge
კალკულატორები
ვალუტის კურსი
ყიდვა გაყიდვა
USD 1.6100 1.6500
EUR 2.1100 2.2100
GBP 2.4960 2.6140
RUR 0.0516 0.0564