- თქვენ იმყოფებით:,თქვენ იმყოფებით:
- ბარათები
- სადებეტო
- სტუდენტური ბარათი
სტუდენტური ბარათი
თუ ხარ სტუდენტი, სწორედ შენთვის შეიქმნა სტუდენტური ბარათი.
ისარგებლე შეღავათით თბილისის მეტროში და ავტობუსში და მიიღე ბანკისგან 3 თვიანი სტიპენდია თვეში 100 ლარის ოდენობით.
აირჩიე შენთვის სასურველი ბარათის დიზაინი:
- ჩემი მუსიკა
- ჩემი სტილი
- ჩემი განათლება
და რაც შეიძლება ხშირად გამოიყენე ბარათი, რადგან ბანკი ყოველ სამ თვეში ერთხელ გამოავლენს 20 გამარჯვებულს შემდეგ ნომინაციებში:
- ყველაზე აქტიური – სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში ბარათის ყველაზე ხშირი მოხმარებისთვის;
- ყველაზე ხელგაშლილი - სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში ყველაზე დიდი მოცულობის თანხის დახარჯვისთვის;
- ყველაზე წინდახედული – საბარათე ანგარიშზე ყველაზე დიდი დანაზოგისთვის.
თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს ბანკი დაასაჩუქრებს 3 თვიანი სტიპენდიით თვეში 100 ლარის ოდენობით.
სტუდენტური ბარათი Visa Electron კლასის პლასტიკური ბარათია, რომლითაც შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის საბანკო ოპერაციის განხორციელება. სტუდენტური ბარათით მგზავრობის საფასურის გადახდისას მიიღებ მნიშვნელოვან შეღავათს– მხოლოდ სტუდენტური ბარათით შეძლებ თბილისის მერიის მიერ სპეციალურად სტუდენტებისთვის დაწესებული შეღავათიანი ტარიფით სარგებლობას თბილისის მეტროში და ავტობუსში.
დააგროვე თანხა, რადგან შენს ანგარიშზე 100 ლარის/აშშ დოლარის/ევროს ზემოთ განთავსებულ დანაზოგს დაერიცხება წლიური სარგებელი - ლარში დაგროვილ თანხას წლიური 8.25%, ხოლო აშშ დოლარში ან ევროში წლიური 3.75%.
უფასოდ ისარგებლე დისტანციური საბანკო მომსახურების სრული პაკეტით: ინტერნეტ-ბანკი, მობილ-ბანკი, ტელეფონ-ბანკი, ონლაინ გადახდები.
გარდა ამისა, ხშირად ჩატარდება მრავალი წამახალისებელი აქცია და შენ მიიღებ მნიშვნელოვან შეღავათებს სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში.
ბარათის ღირებულება 3 ლარია.
ანგარიშის მომსახურების საკომისიო - არ არის.
ვის შეუძლია ისარგებლოს სტუდენტური ბარათით?
სტუდენტური ბარათით სარგებლობა შეუძლია საქართველოს განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ აკრედიტირებულ თბილისის უმაღლესი სასწავლებლების ყველა სტუდენტს.
ბანკში მოსვლამდე გადაამოწმე შენი პირადი მონაცემების სისწორე განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე: www.nea.ge და ნებისმიერი უზუსტობის შემთხვევაში დაუკავშირდი შენი სასწავლებლის დეკანატს.