- თქვენ იმყოფებით:,თქვენ იმყოფებით:
- ბიზნესსესხები
- აგროსესხი
- მხარდაჭერა სოფელს
მხარდაჭერა სოფელს
აგროდაკრედიტების პროგრამა – ,,მხარდაჭერა სოფელს”
გსურთ თქვენი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა წარმატებულ, მზარდ ბიზნესად აქციოთ და არ გყოფნით ფინანსები, აგროდაკრედიტების პროგრამა – ,,მხარდაჭერა სოფელს” დაგეხმარებათ მიიღოთ თქვენს ბიზნესმიზნებზე მორგებული დაფინანსება.
,,მხარდაჭერა სოფელს” პროგრამის ფარგლებში, გთავაზობთ აგროკრედიტის დაფარვის მოქნილი გრაფიკს, კერძოდ, რადგანაც კრედიტის დაბრუნება დამოკიდებულია თქვენს შემოსავლებზე, შესაბამისად, თქვენ გვკარნახობთ კრედიტის დაფარვის გრაფიკს;
აგროციკლიდან გამომდინარე ინდივიდუალურად მოხდება საშეღავათო პერიოდის განსაზღვრა, როგორც სესხის ძირზე, ასევე სესხის პროცენტზე.
პროგრამის ,,მხარდაჭერა სოფელს” ფარგლებში თქვენ შეძლებთ:
- გააფართოოთ თქვენი მეურნეობა;
- გაზარდოთ წარმოება;
- ააშენოთ, გააფართოოთ ან კეთილმოაწყოთ საწამოო შენობა-ნაგებობები;
- შეიძინოთ აგრობიზნესის განვითარებისთვის აუცილებელი მექანიზაცია;
- გადამამუშავებელი წარმოების მოსაწყობად შეიძინოთ: თანამედროვე მანქანა-დანადგარები, საწარმოო ხაზები, მოწყობილობები;
- დააფინანსოთ თქვენი სამომხმარებლო მიზნები.
ამავე პროგრამის ფარგლებში გთავაზობთ:
- აგროდაკრედიტების მრჩეველის მომსახურებას – ბანკის წარმომადგენელი, თითქმის ყველა სოფელში, რომელიც აგროკრედიტთან დაკავშირებულ ამომწურავ ინფორმაციას მოგაწვდით და მოგცემთ სასარგებლო რჩევებს.
- აგროგანვადებას, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ბანკის პარტნიორ ორგანიზაციებში შეგიძლიათ განვადებით შეიძინოთ აგროციკლისთვის აუცილებელი სათესლე მასალები, სასუქები, შხამქიმიკატები;
- აგროკრედიტის გაზრდილი ლიმიტი 17 000 ლარამდე. აგროექსპრესკრედიტის მისაღებად არ არის აუცილებელი ქონებრივი უზრუნველყოფა, რაც ამ კრედიტს ადვილად ხელმისაწვდომს ხდის;
სესხის პირობები:
- თანხის მოცულობა: 200-დან 500 000 აშშ დოლარამდე (ან ეკვივალენტი ლარში);
- დაბალი საპროცენტო განაკვეთი;
- ვადა: 60 თვემდე, მიზნობრიობიდან გამომდინარე.