- თქვენ იმყოფებით:,თქვენ იმყოფებით:
- ანგარიშები
- უნივერსალური
უნივერსალური
უნივერსალური ანგარიში იგივე საბარათე ანგარიშია. უნივერსალურ ანგარიშზე არსებული თანხების განკარგვა ხდება პლასტიკური ბარათის საშუალებით.
უნივერსალური ანგარიში იხსნება ოთხ ვალუტაში (ოთხივე ვალუტის ანგარიში მიბმულია პლასტიკურ ბარათზე): ლარი, დოლარი, ევრო, ფუნტი;
ანგარიშის გახსნის პირობები:
- უფასო;
- მომხმარებელი იხდის მხოლოდ პლასტიკური ბარათის დამზადების ღირებულებას (ბარათის სახეობიდან გამომდინარე);
- ანგარიშის მომსახურების ყოველთვიური საკომისიო 1 ლარი.
უნივერსალური ანგარიში, საშუალებას მოგცემთ ისარგებლოთ საბანკო ოპერაციების სრული პაკეტით:
- თანხის შეტანა-გამოტანა;
- ჩარიცხვა-გადარიცხვა;
- კონვერტაცია;
- საბანკო ოპერაციების წარმოება შესაძლებელია საქართველოს ბანკის ნებისმიერ სერვის ცენტრში და, ასევე დისტანციური არხებითაც.