Visa

"საქართველოს ბანკი" გთავაზობთ საერთაშორისო VISA ბარათის შემდეგ სახეობებს:

VISA Electron – ბარათი ყველასათვის

VISA Electron ერთ–ერთი ყველაზე შეღავათიანი, მოსახერხებელი და უსაფრთხო ბარათია.

VISA Electron ბარათით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს. ბარათით თანხის მიღება შესაძლებელია როგორც ბანკომატიდან, ისე ბანკის სერვის ცენტრებში. VISA Electron ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს სავაჭრო ობიექტებში, სადაც დამონტაჟებულია POS-ტერმინალი. VISA Electron – ით სარგებლობა შესაძლებელია ინტერნეტით ანგარიშსწორებისას.

  • ბარათის მოქმედების ვადა: 2 წელი;
  • ბარათის ღირებულება: 10 ლარი;
  • მინიმალური თანხა: არ მოითხოვება.

VISA Classic – ბარათი საქმიანი ადამიანებისათვის

VISA Classic ბარათით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს. VISA Classic მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული უნივერსალური პლასტიკური ბარათია. მისი გამოყენება შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერ სავაჭრო ობიექტში, სადაც მიიღება VISA სისტემის პლასტიკური ბარათები და ინტერნეტით ანგარიშსწორებისას.

  • ბარათის მოქმედების ვადა: 1 ან 2 წელი;
  • ბარათის ღირებულება: 1 წლიანი/40 ლარი; 2 წლიანი/50 ლარი;
  • მინიმალური თანხა: 50 ერთეული (ძირითადი ანგარიშის ვალუტის შესაბამისად).

VISA Gold – თქვენი პრესტიჟის ნიშანი მთელ მსოფლიოში

VISA Gold ბარათი ხაზს უსვამს მფლობელის სტატუსსა და კრედიტუნარიანობას. განაღდების და გადახდის დიდი ლიმიტები კი ბარათს გამოსაყენებლად მოსახერხებელსა და კომფორტულს ხდის. VISA Gold -ის გამოყენება შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერ სავაჭრო ობიექტში, სადაც მიიღება VISA სისტემის პლასტიკური ბარათები და ინტერნეტით ანგარიშსწორებისას.

  • ბარათის მოქმედების ვადა: 1 ან 2 წელი;
  • ბარათის ღირებულება: 1 წლიანი/110 ლარი; 2 წლიანი/150 ლარი;
  • მინიმალური თანხა: 500 ერთეული (ძირითადი ანგარიშის ვალუტის შესაბამისად).

VISA Platinum – თქვენ მსოფლიო ელიტის წევრი ხართ

VISA Platinum ბარათი შექმნილია ყველაზე პრივილეგირებული ადამიანებისათვის. VISA Platinum-ით თქვენ ისარგებლებთ VIP მომსახურებით მსოფლიოს ყველა აეროპორტში, სასტუმროში, რესტორანსა თუ მაღაზიაში.

  • ბარათის მოქმედების ვადა: 1 წელი;
  • ბარათის ღირებულება: 450 ლარი;
  • მინიმალური თანხა: არ მოითხოვება.
iBank.ge iPay.ge
კალკულატორები
ვალუტის კურსი
ყიდვა გაყიდვა
USD 1.6100 1.6500
EUR 2.1100 2.2100
GBP 2.4960 2.6140
RUR 0.0516 0.0564